20, ივლისი 2018 20:03:00
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით -18 ათასზე მეტი ჰექტარი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ღონისძიებების დროულად და ინტენსიურად ჩატარება. უწყების ხელმძღვანელი ფერმერებს მოუწოდებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ.