21, ივლისი 2018 20:40:00
ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად დაუფლებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.