11, იანვარი 2017 04:23:00
რამდენად მიზანშეწონილია აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარეს ორი თანამდებობა ეკავოს? რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ფრაქცია „ ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარის ილია ვერძაძის საკითხი, რომელიც ამავდროულად აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეა, დღეს საჯარო განხილვის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. ა/ო „ბათომის“ წევრი ირმა ზოიძე ფაქტს არანომალურად აფასებს და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. მისი თქმით, დეპუტატმა უხერხულობა უნდა იგრძნოს, როცა ორივე თანამდებობის ვალდებულებებს ასრულებს და ერთ-ერთ თანამდებობაზე უარი უნდა განაცხადოს. საპირისპიროს აცხადებს თავად ილია ვერძაძე. დეპუტატი თვლის, რომ ის თანამდებობების შენარჩუნებით საზოგადოებისგან აღებულ პასუხისმგებლობას არ გაურბის. მისივე თქმით, თანამდებობის დათმობაზე ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ დაკისრებულ ვალდებულებას ჯეროვნად ვერ შეასრულებს.