21, ივლისი 2018 20:37:00
ბათუმში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი იგეგმება. ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული, ბერძნული, უკრაინული, ებრაული, სომხური დიასპორების, აჭარის აფხაზური გაერთიანების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები. ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლების , მუსიკალური ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ბულვარის კოლონადებთან განთავსებულ სპეციალურ სცენაზე ასევე გაიმართება კონცერტი. ფესტივალი 31 ივლისს, 19:00 საათზე გაიხსნება.