21, ივლისი 2018 20:35:00
ახლა კი ეროვნებით ბერძენ ვოკალისტზე მოგიყვებით, რომელიც ოდესაში მოღვაწეობს. აგლაია პოლიხრონიდი 16 წლის განმავლობაში ბათუმში ცხოვრობდა. მღეროდა ოპერაში. ოდესის ფილარმონიის სოლისტს გული მაინც მშობლიური ქალაქისკენ მოუწევს და სამომავლოდ აქ დაბრუნებაზე ფიქრობს. თინათინ ჭკუასელი ესაუბრა ხელოვანს, რომელმაც აქ გატარებული წლები გაიხსენა.