25, ივლისი 2018 20:06:00
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ჭადრაკის ოლიმპიადის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხები შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა. როგორც პირველი პირი ამბობს, ფიდეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დასმული საკითხების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. თუმცა რჩება რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც გრძელდება. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიება ცნობიერებას გაზრდის როგორც ჭადრაკის მიმართულებით, ისე ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციის კუთხითაც. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება.