11, იანვარი 2017 04:22:00
როგორ უნდა იმუშაოს ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებასთან და მესამე სექტორთან, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება უწყებამ - თემაზე დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. აჭარის ტერიტორიული მოწყობის საკითხი, უფლებამოსილებების დელეგირება, საკანონმდებლო ინიციატივების აქტიურად მომზადება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ფუნქციონალური დატვირთვა, დეპუტატების მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზებით გაცდენებზე მკაცრი რეაგირება და აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ბედი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზე მუშაობაც დღეს მესამე სექტორმა მოითხოვა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის შექმნა და აღნიშნულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.