23, თებერვალი 2017 20:41:00
ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს -"დემოკრატიის ინსტიტუტი" დასაქმებასა და იურიდიულ დხმარებას სთავაზობს. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის პირებისათვის სოციალური საწარმოს შექმნას, მცირე საოჯახო ბიზნესის ამოქმედებას ან არსებულის გაძლიერებას, გადამზადებას, ჯანდაცვის პროგრამების ხელშეწყობაში მხარდაჭერა , მედიკამენტების შესყიდვასა და იურიდიულ დახმარებას. პროექტში მონაწილეობისთვის მსურველებმა "დემოკრატიის ინსტიტუტის" უნდა მიმართონ. კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობა დემოკრატიის ინსტიტუტმა 2005 წლიდან დაიწყო. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში ახორციელებს.