01, აგვისტო 2018 20:07:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. თორნიკე რიჟვაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, თურქეთის ელჩს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რეგიონის განვითარებისა და აჭარაში დაგეგმილი პროექტების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების პრესცენტრმა მოგვაწოდა.