23, თებერვალი 2017 20:48:00
„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. იაფი სახლის პროექტს ისევ გამოეხმაურა. პარტიის წევრი ნოდარ დუმბაძე ამჯერადაც მერიის მიერ „კონვენტ ჯორჯიასთვის„ ავანსის სახით გადარიცხულ მილიონ 200 000 ლარს აკრიტიკებს, რომელმაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ კომპანიამ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება კი არ შეასრულა. ბათუმის საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მერია მომხდარზე სათანადოდ არ რეაგირებს, ამიტომაც მსგავსი ფაქტებით დაინტერესებისკენ შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს. ბათუმის მერი კი აცხადებს რომ, ყველა სამართლებრივი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.