10, აგვისტო 2018 20:08:00
ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული,1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს. სუსის ინფორმაციით, შავაძემ 2016 წლის სექტემბერში, მწვანე ზოლის გამოყენებით სოფელ მარადიდის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსლან შავაძე მალევე შეურთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდა საბძოლო მოქმედებებში.