13, აგვისტო 2018 20:04:00
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ცხადდება. პროგრამის მიზანია დაწყებითი საფეხურის ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პროგრამაზე დარეგისტრირების უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად გამოცდასთან ერთად წარმატებით ჩააბარეს მეოთხე არჩევითი საგანიც, პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.