28, აგვისტო 2018 20:39:00
ლიტერატურულ ბანაკი დასრულდა.პროექტში 40-მდე მოსწავლე იყო ჩართული, რომლებმაც ოთხი დღის განმავლობაში არაერთ ლიტერატურულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა დისკუსიებიც. ბანაკის მონაწილეები ბაკურ სულაკაურს და ლიტერატურათმცოდნე ნათია ნაცვლიშვილსაც შეხვდნენ. მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის ორგანიზებითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით აღნიშნული პროექტი წელს მეექვსედ განხორციელდა.