30, აგვისტო 2018 20:38:00
2017 წლის სექტემბრიდან დღემდე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 12 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა. აღნიშნული უფლებამოსილება უწყების ხელმძღვანელს გასული წლის სექტემბრიდან მიენიჭა. ჯამში რეგიონის 229 საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დროისთვის 116 დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. მათ შორის 104 საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დანიშნული.