30, აგვისტო 2018 20:35:00
სტუდენტთა მხარდასაჭერის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის ხელვაჩაურის მერიაში განაცხადების მიღების ვადა ხვალ იწურება. პროგრამა იმ სტუდენტებსთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრების არიან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობის 29 მსურველია . სტუდენტები ერთჯერად სტიპენდიას სემესტრულად მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 40 ათას ლარს შეადგენს