31, აგვისტო 2018 20:38:00
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესი გაამარტივა. დღეიდან ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ მონაცემები და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.
შეგახსენებთ, რომ მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.