10, სექტემბერი 2018 20:09:00
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრაზე, ენერგო - ეფექტურობისა და ნავსადგურებში გამონაბოლქვის პრევენციის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი. საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ფორუმი საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.