10, სექტემბერი 2018 20:08:00
ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, იქმნება საშიშროება, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში საღი აზრი ნებისმიერი მედიასაშუალებიდან უნდა ისმოდეს.