10, სექტემბერი 2018 20:04:00
საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი დაიწყო და ხვალ, დღის ბოლოს დასრულდება. როგორც ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ,15 საჯარო სკოლაში 200 - ზე მეტი ვაკანტური ადგილია. გოჩა დავითაძის თქმით, ამ ეტაპზე 20 - მდე ბავშვის განაცხადია რეგისტრირებული. საერთო ჯამში, ბათუმის საჯარო სკოლებში წელს 2ათას 587 პირველ კლასელია რეგისტრირებული.