10, სექტემბერი 2018 20:02:00
ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკებაზე ასული მოქალაქე მაშველებმა სპეცტექნიკის გამოყენებით ჩამოიყვანეს. კონსტანტინე ედიბერიძე პროტესტის ნიშნად ავიდა ქანდაკებაზე და ამ ფორმით თავისუფალი ცხოვრების უფლებას ითხოვდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ და მისი ჩამოყვანა სცადეს, თუმცა კაცი დახმარების გარეშე ჩამოვიდა. სამართალდამცველსა და ედიბერიძეს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც დაკავებული პატრულის მანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.