11, სექტემბერი 2018 20:07:00
სეზონური ნაწლავური ინფექციის შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. სეზონური ინფექცია ძირითადად ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში მატულობს. როგორ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტია, თუმცა არასაგანგაშო. დაწესებულება მოსახლეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას ურჩევს.