11, სექტემბერი 2018 20:02:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის მონაწილე 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას. სწავლების მეთაურმა, ტერაქტში დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.