12, სექტემბერი 2018 20:14:00
ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორგაძის, ადვოკატმა დღეს პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, მესაზღვრეები კი მას საზღვარზე არ უშვებენ. ბრალდებულის წინააღმდეგ საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაუსწრებლად მიმდინარეობს. ალექსანდრე კობაიძის თქმით, მინდია გორგაძეს სურვილი აქვს, საქმის განხილვას დაესწროს. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სხვა ბრალდებულებთან კავშირსაც უარყოფს.