12, სექტემბერი 2018 20:09:00
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს 2019-2022 წლების პრიორიტეტები, რომელიც მინისტრის თქმით, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული. უწყება ასევე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებული ფერმერების ცოდნის გაღრმავების მიმართულებითაც იმუშავებს. ტიტე აროშიძე განმარტავს, რომ შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაც. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 9 000 000 ლარით განისაზღვრა.