12, სექტემბერი 2018 20:04:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ძირითადი მიზანი ქართული სამზარეულოს წარმოჩენაა. რეპორტიორები აჭარაში ქართულ კერძებსა და მათი მომზადების წესებს ეცნობიან. ქართული სამზარეულოსა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისინი სტატიებს ფრანგული და გერმანული მედიაგამოცემებისთვის მოამზადებენ. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შესაბამისი ინფორმაცია ტურიზმის დეპარტამენტის პრესცენტრმა მოგვაწოდა.