14, სექტემბერი 2018 20:12:00
Trade with Georgia .com - ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში გაიმართა. რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა აჭარაში მოქმედ ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლებს საიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი პლატფორმა ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დარეგისტრიტდნენ აღნიშნულ მისამართზე და თავიანთი პროდუქცია გააცნონ უცხოელ პარტნიორებს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.