14, სექტემბერი 2018 20:11:00
ქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. საწყის ეტაპზე ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩები მოწესრიგდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ 8 ათასამდე აბონენტი წყალს უწყვეტ რეჯიმში მიიღებს. პროექტის ღირებულება მილიონ 700 ათასი ლარია.