27, თებერვალი 2017 17:26:00
" ნაციონალური მოძრაობა", ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს საკუთარი კომპანიის სავარაუდო ლობირებაში ადანაშაულებს. საუბარია შპს "ვიტაფარმზე", რომლის მეწილე ყოფილი მინისტრი, ახლა კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძეა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2013-2016 წლებში აღნიშნულმა შპს-მ რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს, დაახლოებით 13 ტენდერი ერთპიროვნულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე მოიგო. გიორგი დიასამიძის განმარტებით, მოგებული ტენდერების საერთო ჯამური ღირებულება 1 355 376 ლარს შეადგენს, რაც დამატებით ეჭვებს ბადებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს არის კარგი მაგილითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს "ქართული ოცნება" და მისი მინისტრები საკუთარ ბიზნესებზე. ბრალდებას უსაფუძვლოსა და ცილისმწამებულს უწოდებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. ნუგზარ სურმანიძე ამბობს, რომ იგი კომპანიის საქმიანობაში არ ერევა, თუმცა წილობრივ მონაწილეობას ადასტურებს. თავის მხრივ შესყიდვების კანონიერებაზე საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორიც.