17, სექტემბერი 2018 20:07:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ასმათ დიასამიძის ინფორმაციით, ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინთან დაახლოვებული პირი არკად დვორკოვიჩი მონაწილეობს. ოპოზიცია ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს, იმისთვის, რომ არჩევნებში რუსული ინტერესების გათვალისწინება არ მოხდეს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში განმარტეს, რომ ფიდეს საპრეზინდეტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთის, ინგლისის და საბერძნეთი. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ მასპინძელი ქვეყანაა და მათ ვალდებულებაა შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნა.ფიდეს პრეზიდენტს 3 ოქტომბერს 185 ქვეყნის წარმომადგენელი აირჩევს.