20, სექტემბერი 2018 10:26:00
გონიოს ციხეში რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა. გონიო - აფსაროსის მუზეუმ - ნაკრძალის ინფრასტრუქტურული მოწყობის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, უკვე შეიძნა რომაული ბანაკის პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობა ასევე, საბრძოლო და საინჟინრო ინვენტარის შეძენა. (ანგარი, ნიველირი, ამწე, რომაული სამეურნეო ნივთების ანალოგები)
ამ ეტაპზე, შესყიდულია რომაული საბრძოლო ეტლი, რომელიც ციხის ეზოში განთავსდება და დამთვალიერებლებს ტერიტორიაზე ეზოში გასეირნების საშუალებაც ექნებათ. ანგარის, ამფითეატრისა და კარვების მოწყობის სამუშაოებზე კი ტენდერია გამოცხადებული.
პროექტი აჭარის ა/რ მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.