27, თებერვალი 2017 20:30:00
აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, დღეს სოლიდარობის აქცია გამართეს. შეკრებილები ფულადი დახმარების შეწყვეტას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შესაძლოა 22 ლარი, რომელსაც სახელმწიფო დახმარების სახით ურიცხავდა, მოეხნათ. ვეტერანები ამბობენ, რომ უმეტის მათგანისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ისინი პრემიერ მინისტრს მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. მსგავსი მოთხოვნით აქცია დედაქალაქშიც გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამეოხმაურა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური. აქ აღნიშნავენ, რომ ომის ვეტერანებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და პრობლემების აღმოსაფხვრელად ახალი კანონპროექტი მუშავდება. რომელიც ვეტერანების ყოველთვიური დახმარების შენარჩუნებას შესაძლებლობას მისცემს.