27, სექტემბერი 2018 18:50:00
ქედის ცენტრალურ პარკს, შესაძლოა, პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალქეებმა რამდენიმე თვის წინ მიმართეს. სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ საკითხზე უკვე იმსჯელა და ახლა ჯერი, საქართველოს სამთავრობო კომისიაზეა.
„განცხადების შემოსვლის შემდეგ, მოხდა მოსახლეობასთან შეხვედრა, მომზადდა დასკვნა და ახლა სამთავრობო კომისიის დასკვნას ველდოებით, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ დადებითად გადაწყდება“ - ამბობს ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე.