01, ოქტომბერი 2018 14:06:00
ახალი სასწავლო წელი საზღვაო აკადემიაშიც დაიწყო. უმაღლესი სასწავლებელი ახალ სეზონს სიახლეებით შეხვდა. კერძოდ, მოეწყო ელექტრონული რუკებისა და გეგმის, სამანქანე განყოფილებისა და სატვირთო მართვის სასიმულაციო აუდიტორიები. 2018-2019 სასწავლო წელს უნივერსიტეტში 500 ვაკანტური ადგილიდან ყველა შეივსო. სტუდენტებს დღევანდელი დღე საზღვაო აკადემიის რექტორმა და მთავრობის წარმომადგენლება მიულოცეს.