01, ოქტომბერი 2018 14:07:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 83-ე სასწავლო წელი დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულებაში წელს 1313 პირველკურსელი ჩაირიცხა. მათ შორის 70 გრანტით, 460 ახალგაზრდა კი 10 უფასო სახელმწიფო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. რექტორის თქმით, უნივერსიტეტში ახალგაზრდებისთვის სიახლეები იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთია სტუდენტთა ერთიანი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, უნივერსიტეტის რექტორმა, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მიულოცეს. ღონისძიების ფრაგლებში გამოფენაც მოეწყო. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე 6 ათასი სტუდენტი სწავლობს.