05, ოქტომბერი 2018 14:11:00
ერთი კაცის აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოსთან. მირზა მანველიძე პროკურორთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. ირწმუნება, რომ დაახლოებით 4 წლის წინ ერთ-ერთ მოქალაქეს ამერიკის ვიზის სანაცვლოდ 20 000 დოლარი გადაუხადა. მირზა, მეუღლესთან და ოჯახის ახლობელთან ერთად ამერიკაში სამუშაოდ წასვლას აპირებდა. საქმეზე გამოძიება 2 წლის წინ მისთვის გაურკვეველი პასუხებით დასრულდა. მირზა მანველიძე პროკურატურას თაღლითობაში ბრალდებულის მფარველობაში ადანაშაულებს.