05, ოქტომბერი 2018 14:13:00
რუსეთის ფედერაციის მიერ სასჩუქრე ყუთში მოთავსებული რუკა, სადაც საქართველოს შემადგენლობაში არ იყო აფხაზეთი და ოსეთი დატანილი არის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი - აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. ოპოზიცია მთავრობას მიმართავს, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ შემთხვევაზე. მმართველ გუნდში საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.