09, ოქტომბერი 2018 10:56:00
ბათუმში, დევნილებისთვის ბინის გადაცემის მოთხოვნით, განცხადებების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. პროგრამაში ჩართა ამ ეტაპზე თბილისში მცხოვრებ დევნილებს შეუძლიათ.
"აჭარაში ბინების განაწილების შედეგად, რამდენიმე თავისუფალი ფართი დარჩა. ამიტომ მეორე ეტაპი გამოვაცხადეთ, რაც გულისხმობს დედაქალაში რეგისტრირებულ დევნილებისთვის ბათუმში ბინის გადაცემა,“- აცხადებს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოქია. მისივე თქმით, მეორე ეტაპზე, დაახლოებით 80 თავისუფალი ბინაა დარჩენილი.
განცხადების მიღება გუშინ დაიწყო და 19 ოქტომბერს დასრულდება. დევნილ ოჯახებს განცხადების შევსება იუსტიციის სახლის ფილიალებში შეუძიათ. დევნილებისთვის ახალი კორპუსი ტაბიძის ქუჩაზე აშენდა, რომელიც 164 იოჯახზეა გათვლილი. დევნილებისთვის ახალი ბინის გადაცემა წლის ბოლომდე მოხდება.