11, იანვარი 2017 11:26:00
ზღვისპირა პარკში არსებული მდგომარეობის შესწავლა ახალმა ხელმძღვანელმა დღეს დილიდან დაიწყო. ეთერ მაჭუტაძე გეგმავს ახალი ბულვარი საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს.
ეთერ მაჭუტაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ახალ ბულვარში არსებობს.
პრობლემები მრავლად არის ძველ ბულვარშიც. ახლად დანიშნული ხელმძღვანელი კონსერვაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
ეთერ მაჭუტაძემ უკვე განახორციელა საკადრო ცვლილებებიც. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურიდან, სადაც იგი წლების განმავლობაში მუშაობდა, ბულვარის ადმინისტრაციაში ოთხი თანამშრომელი გადმოიყვანა.
მესამე სექტორი ახალ დირექტორს აფასებს და კონსერვაციის გეგმის შემუშავებისას საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ეთერ მაჭუტაძე ბულვარის ხელმძღვანელად გუშინ დაინიშნა. მან პოსტზე ცისკარ გოგიტიძე შეცვალა. მაჭუტაძე 2012 წლიდან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. გასულ წელს ბათუმის ბულვარის დირექტორს ოთხჯერ შეიცვალა.