ორშაბათი 10, დეკემბერი 2018

თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება

12, ოქტომბერი 2018 14:04:00

თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს ყალბი საქართველოს ბინადრობისა და მართვის მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1600 აშშ დოლარად მიჰყიდეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ავტორი(ები)

199

დღის ამბები