16, ოქტომბერი 2018 14:03:00
აჭარის განათლების სამინისტრო საჯარო ლექციის დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა როგორც კერძო პირს, ასევე ორგანიზაციებსაც შეეძლებათ. საბუთების მიღება 19 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. საჯარო ლექციები სტუდენტების, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის გაიმართება. საერთო ჯამში 5 საჯარო ლექციაა გათვალისწინებული, რისთვისაც სამინისტროს მიერ 15 000 ლარია გამოყოფილი. პროექტს აჭარის განათლების სამინისტრო ,,უმაღლესი გნათლების“ ქვეპროგრამის ფარგლებსი ახორციელებს.