18, ოქტომბერი 2018 14:03:00
საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მოედანზე ერთმანეთს უსახლკაროთა თავშესაფრის და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იმედის სახლის ბენეფიციარები შეხვდნენ. ამხანაგური საფეხბურთო მატჩის მიზანი ბენეფიციარების სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა და მათი საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და სოციალური რეაბილიტაციის მხარდაჭერაა. პროექტის მონაწილეებს მცირედი საჩუქრებიც გადაეცათ.