19, ოქტომბერი 2018 14:05:00
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“ გაიხსნა. ღონისძიებაში 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 150-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს. ისინი ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, როგორც ბიზნესი და შემოსავლის წყაროს, ინოვაციური სერვისებს, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს და ქართული სტუმართმასპინძლობას. კონფერენციაზე 31-მდე პრეზეტაცია გაიმართება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება.