01, მარტი 2017 20:30:00
საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 93 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს, 64-ს კი სასჯელი შეუმცირდა. 93 შეწყალებული მსჯავრდებულიდან 6 ქალია, ხოლო 1 არასრულწლოვანი. მათ საპატიმრო სასჯელი გაუუქმდათ. შეწყალების კომისია 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით მსჯელობდა და სულ 890 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.