23, ოქტომბერი 2018 14:04:00
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი 40 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით, 25 ოქტომებრს, მუსიკალურ ცენტრში ღონისძიება გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით იტალიიდან მოწვეულია სოპრანო ნინო ლეჟავა. ორგანიზატორების თქმით, კლასიკური მუსიკის საღამოზე მისულ მსმენელებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე არ შესრულებულა. საღამოს დირიჟორობას სიმფონიური ოტკესტრის მთავარი დირიჟორი დავით მუქერია გაუწევს. ღონისძიება 19:საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.