30, ოქტომბერი 2018 14:07:00
საბანკო რეგულაციების ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროექტის ავტორი „საქართველოს ეროვნული“ ბანკია, სადაც ამბობენ, რომ პროექტი გამარტივდა და ამ ეტაპზე ტექნიკურ დეტალებს აზუსტებენ. თუმცა როდის დასრულდება პროცესი, ვერ აკონკრეტებენ. საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ახალი პროექტი 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, რაც ყველა ბანკს ავალდებულებდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებას.