01, ნოემბერი 2018 14:55:00
ქედაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, სოფელ დოლოგანში კომპანია ინერტული მასალების მოპოვებას უსაფრთხოების წესების დარღვევით და ნებართვის გარეშე ახორციელებდა. სიუჟეტიდან გაიგებთ რას ყვებიან ფაქტის თვითმხილველები და რას უკავშირებენ მოხმდარს?
გუშინ, ქედაში ინერტული მასალის მოპოვებისას მომხდარი შემთხვევის შედეგად, შინაგანა საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვვეყნის სამი მოქალაქე დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციის თანახმად, სოფელ ჭინკაძეებში, შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორი შპს-ების - "ალბაირაქისა" და შპს "დინამიტი-ლ.დ."-ს თანამშრომლები, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქების შესახებ ინფორმირებულები იყვენენ, თუმცა პროცესი დაგეგმილ დროზე ადრე, წინასწარი შეტყობინების გარეშე დაიწყო. მათი თქმით, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმაური მიმდებარე სოფლებშიც იგრძნობოდა. აქ იმასაც აცხადებენ, რომ მათ უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს.
აფეთქებას სოფელ ჭინკაძეებში, 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ხმაური იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი შიშისგან გაიქცა და ეზოში, აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები. ქედის მერს მოხმდარის შესახებ საუბარი უჭირს. ლევან გორგილაძისთვის უცნობია, ეს კომპანიის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევას თუ აფეთქების მუხტს შეიძლება უკავშირდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიხცავენ, რომ გამოძიების პროცესში, კიდევ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს. სმომხდრარის შემდეგ კომპანიის წარმოამდგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.