სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ

07, ნოემბერი 2018 14:09:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიას  კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ბულვარის ტერიტორიაზე  მერიის საკუთრებაში არსებულ  117 კვადრატულ  მეტრ ფართობზე  კულტურული მემკვიდრეობის   სტატუსის მქონე კაფეს ეხება. გელა დეკანაძის განცხადებით შპს „ამბასადორმა“ ძეგლის რესტავრაციის ნაცვლად დემონტაჟი განახორციელა. აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის სააგენტომ მერიას კომპანიის დაჯარიმება მოსთხოვა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ უწყებას რეაგირება არ ჰქონია.  გელა დეკანაძეს  ასევე ეჭვი აქვს, რომ კვების ობიექტის ნაცვლად აქ მრავალსართულიანი სახლი შენდება.  ის, რომ ძეგლის დემონტაჟი უნებართვოდ განხორციელდა, ადასტურებენ აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის სააგენტოში.


დღის ამბები