07, ნოემბერი 2018 17:07:00
დედაქალაქში, რუსთაველის გამზრიზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევიდან 11 წელი გავიდა. 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში პარლამენტის წინ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ათასობით ადამიანი იმჟამინდელი ხელისფულების პოლიტიკას აპროიტესტებდა. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოსახლეობის დასაშლელად, ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევისას ათეულობით მოქალაქე მძიმედ დაშავდა. დღის ბოლოს კი ნიღბიანი პირები ტელეკომპანი „იმედსა“ და „კავკასიაში“ შეიჭრნენ და მაუწყებლები დაარბიეს. 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, მოგვინებით კი ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა.