08, ნოემბერი 2018 14:04:00
„ოქროს მანდარინი“ - პირველი საერთაშორისო ბავშვთა თეატრალური ფესტივალი დასრულდა. საფინალო ეტაპზე სპექტაკლი „ფიფქია“ დაიდგა, რომელშიც სხვადასხვა საბავშვო თეატრალური დასების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პროექტი მიზნად უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავებას და რეგიონში კულტურული ცხოვრების ამაღლებას ისახავდა. ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ჩატარდა.