08, ნოემბერი 2018 14:07:00
,,ჩვენ პროფესიონალები ვართ“- საქართველოს საგრანტო პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებულ შესაძლებლობებზე. ასევე, პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. დღეს საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეც გაიმართა. დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ გაცნობოდნენ განახლებულ ინფრასტრუქტურასა და ლაბორატორიას. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.